შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების სხდომაზე ერთ-ერთი არასრულწლოვანი, რომელიც შიმშილობს, შეუძლოდ გახდა
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების სხდომაზე ერთ-ერთი არასრულწლოვანი ზ.ხ., რომელიც შიმშილობს, შეუძლოდ გახდა. სასამართლო სხდომაზე ამ მოტივით შესვენება გამოცხადდა, რადგან სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.
ადვოკატის ინფორმაციით, ზ.ხ.-ს თავბრუ ეხვეოდა და ექიმის გამოძახება ამიტომ გადაწყდა. ამ დროისათვის სხდომა უკვე განახლდა. დასვენებაზე საქმის ადვოკატებმა განცხადება გააკეთეს.
როგორც გიორგი მერაბიშვილის ადვოკატმა კოლეგების სახელით განაცხადა, მათ არ აქვთ შესაბამისი სამუშაო გარემო მცხეთის რაიონულ სასამართლოში და საქმის მასალები ხელში უჭირავთ სხდომის მიმდინარეობისას.
როსტომ კერესელიძემ იუსტიციის მინისტრს მიმართა, ადვოკატებს გამოუყონ ხუთი სამუშაო მაგიდა, რათა „2000 გვერდიანი მასალები სხდომის განმავლობაშ ხელში არ ეჭიროთ“.