ჩვენ კონკურსზე - ევროვიზია

 

2022 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენელი, ჯგუფი Circus Mircus მეორე ნახევარფინალში გამოვიდა და სიმღერა Lock Me In შეასრულა.

მეორე ნახევარფინალიდან კონკურსის ფინალში ათი ქვეყნის მონაწილე გადავიდა. მათ შორის საქართველო ვერ მოხვდა.

  • თორნიკე ყიფიანმა 2021 წლის ევროვიზიაზე საქართველო, სიმღერით You წარადგინა.

საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მეორე ნახევარფინალში, მეათე ნომრად გამოვიდამეორე ნახევარფინალიდან ფინალში 10 ქვეყნის მონაწილე გადავიდა, მათ შორის საქართველო ვერ მოხვდა.

 

თორნიკე ყიფიანის გამოსვლა ევროვიზიის მეორე ნახევარფინალში [ვიდეო]

 

  • „ევროპა აანთე შუქი“ – შოუ 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ნაცვლად, ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) გადაწყვეტილებით, 16 მაისს ჩატარდა. შოუში 41 ქვეყნის კონკურსანტები მონაწილეობდნენ, რომლებიც 2020 წლის ევროვიზიაზე უნდა გამოსულიყვნენ, მათ შორის თორნიკე ყიფიანი, სიმღერით – Take Me As I Am („მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ“).

2020 წლის ევროვიზიის გაუქმების გამო, ევროპის მაუწყებელთა კავშირი ევროვიზიის მაყურებელს 16 მაისს ახალ შოუს შესთავაზებს.

2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი კორონავირუსის გამო აღარ გაიმართება.

 

  • ოთო ნემსაძემ საქართველო 2019 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში წარადგინა, სიმღერით „სულ წინ იარე“. საქართველოს წარმომადგენელმა ნახევარფინალური ტური ვერ გადალახა და კონკურსს გამოეთიშა.

თელ-ავივი – 2019 წლის ევროფესტივალი, პირველი ნახევარფინალი

 

  • ჯგუფი „ირიაო”, სიმღერით „შენი გულისთვის”, 2018 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მეორე ნახევარფინალში გამოვიდა. საქართველოს წარმომადგენელმა ჯგუფმა ნახევარფინალური ტური ვერ გადალახა და კონკურსს გამოეთიშა.

ლისაბონი – 2018 წლის ევროფესტივალი, მეორე ნახევარფინალი

 

  • თამარა გაჩეჩილაძე, სიმღერით Keep the Faith, 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველ ნახევარფინალში გამოვიდა, თუმცა ნახევარფინალური ტური ვერ გადალახა და კონკურსს გამოეთიშა. 

კიევი – 2017 წლის ევროფესტივალი, პირველი ნახევარფინალი

 

  • 2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი სტოკჰოლმში, შვედეთში ჩატარდა. საქართველო ნიკა კოჩაროვმა და ჯგუფმა Young Georgian Lolitaz წარადგინეს, სიმღერით Midnight Gold.

სტოკჰოლმი – 2016 წლის ევროფესტივალი

 

  • საიუბილეო, ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-60 კონკურსს ვენა, ავსტრია მასპინძლობდა. საქართველოს წარმომადგენელი ნინა სუბლატი, სიმღერით Warrior მე-11 ადგილზე გავიდა.

ვენა – 2015 წლის ევროფესტივალი

 

  • 2014 წლის ევროფესტივალი კოპენჰაგენში გაიმართა. ქართველი კონკურსანტები The Shin & მარიკო ევროფესტივალს ნახევარფინალური ტურიდან გამოეთიშნენ.

კოპენჰაგენი – 2014 წლის ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალი

 

  • 2013 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლები სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი, სიმღერით Waterfall მე-15 ადგილზე აღმოჩნდნენ.

მალმე, შვედეთი – 2013 წლის ევროფესტივალი

 

  • 2012 წლის ევროფესტივალს ქართველი კონკურსანტი ანრი ჯოხაძე სიმღერით, I’m a Joker ნახევარფინალური ტურიდან გამოეთიშა.

ბაქო, აზერბაიჯანი – 2012 წლის ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალი

 

  • 2011 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელმა ჯგუფმა Eldrine, სიმღერით One More Day მეცხრე ადგილი დაიკავა.

დიუსელდორფი, გერმანია – 2011 წლის ევროფესტივალი

 

  • 2010 წელს ოსლოში გამართულ რიგით 55-ე ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენელი სოფო ნიჟარაძე საუკეთესო ათეულში მოხვდა. კონკურსზე, რომელშიც 39 ქვეყანა მონაწილეობდა, მან მეცხრე ადგილი დაიკავა.

ოსლო, ნორვეგია – 2010 წლის ევროფესტივალი

 

  • 2009 წელს, საქართველოს შიდაშესარჩევი კონკურსის გამარჯვებული ჯგუფი „სტეფანე და 3G” გახდა. ჯგუფს საქართველოს სახელით მოსკოვში გამართულ ევროფესტივალზე უნდა შეესრულებინა სიმღერა – Put In Disco. მედიასაშუალებებში გახმოვანდა, რომ სიმღერას ორაზროვანი, პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა, რომელიც რუსეთის პრემიერ-მინისტრის მისამართით ვრცელდებოდა.  ევროპის მაუწყებელთა კავშირმა უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ქართულ მხარეს სიმღერის შეცვლა შესთავაზა. მოგვიანებით, საქართველომ კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

Put In Disco – შიდაშესარჩევი კონკურსის გამარჯვებული სიმღერა

  • 2008 წელს ქვეყანა ევროფესტივალზე დიანა ღურწკაიამ წარადგინა, სიმღერით Peace Will Come. მან მე-11 ადგილი დაიკავა.

ბელგრადი, სერბეთი – 2008 წლის ევროფესტივალი

 

  • საქართველომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობა პირველად 2007 წელს მიიღო, როდესაც სოფო ხალვაშმა მე-12 ადგილი დაიმსახურა, სიმღერით Visionary Dream.

ჰელსინკი, ფინეთი – 2007 წლის ევროფესტივალი