ჩვენ კონკურსზე
დავით ლომიძის შთამბეჭდავი გამოსვლა საბავშვო ევროვიზიის ფინალურ შოუზე – „მიყვარხარ, საქართველო“
2026 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, ფინალურ შოუზე მაყურებლის წინაშე საქართველოს წარმომადგენელი დავით ლომიძე მეთხუთმეტე ნომრად წარდგა. საქართველოს წარმომადგენელმა საკონკურსო სიმღერა „მზე სახურავებზე“ შეასრულა. სიმღერა გიგა კუხიანიძემ დაწერა, ტექსტზე კი ირინა სანიკიძემ იმუშავა.
საკონკურსო სიმღერაზე მუსიკალური კლიპი ზაზა ორაშვილმა გადაიღო, მხატვრობაზე – შაკო პოპიაშვილმა, ხოლო კოსტიუმებზე იზა ნადარეიშვილმა იმუშავეს. მუსიკალურ რგოლში ქორეოგრაფია გიორგი ტორიაშვილს ეკუთვნის. მუსიკალური კლიპის გადაღება აჭარაში მიმდინარეობდა.
საბავშვო ევროვიზია 2026 მალტაში ჩატარდა. კონკურსში ევროპის 16 ქვეყანა მონაწილეობდა.
საქართველო საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ქვეყანაა, რომელმაც კონკურსი ოთხჯერ მოიგო.
საქართველომ 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს წარმატებით უმასპინძლა.
ფინალურ შოუს 250-ზე მეტი უცხოელი დელეგატი ესწრებოდა, კონცერტი კი 20 ქვეყნის წამყვანი მაუწყებლების 70 მილიონამდე ტელემაყურებლისთვის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
პროექტის მასპინძელი, რა თქმა უნდა საქართველოს პირველი არხი იყო. ჩვენს ქვეყანაში კონკურსის ჩატარება მას შემდეგ გადაწყდა, რაც გასულ წელს მადრიდში ევროვიზიის გამარჯვებული ქართველი კონკურსანტი ანდრია ფუტკარაძე გახდა, სიმღერით To My Mom. საბავშვო ევროვიზიას საქართველომ მეორედ უმასპინძლა. კონკურსის ისტორიაში საქართველოს ყველაზე მეტი, ოთხი გამარჯვება აქვს და ამ შედეგებით საბავშვო ევროვიზიის რეკორდსმენია.
საქართველო საბავშვო ევროვიზიაზე ანიტა აბგარიანმა წარადგინა, საკონკურსო სიმღერით Shine Like a Star
საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა.
საბავშვო ევროვიზია – ქართველი კონკურსანტების ისტორია
საქართველო საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული მეოთხედ გახდა და საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებულ ქვეყნებს შორის რეკორდი დაამყარა – მსგავსი შედეგი ამ დრომდე არცერთ ქვეყანას ჰქონია.
საქართველომ საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში პირველად გამარჯვება 2008 წელს მოიპოვა, როცა ჯგუფმა „ბზიკებმა”კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში პირველი ადგილი დაიმსახურა.
მეორედ, 2011 წელს გამარჯვებული გახდა ჯგუფი Candy, სიმღერით Candy Music.
მესამე გამარჯვება კი ქვეყანას მარიამ მამადაშვილმა, სიმღერით „მზეო” მოუტანა, 2016 წელს.
https://1tv.ge/news/saqartvelo-sabavshvo-evrovizia-2024-is-gamarjvebulia/
- საქართველომ უმასპინძლა საბავშვო ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-15 კონკურსს, რომელიც 2017 წლის, 26 ნოემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა.
- საქართველომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობა პირველად 2007 წელს მიიღო.

