ESC 2007

სოფო ხალვაში, სიმღერით Visionary Dream

საქართველომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობა პირველად 2007 წელს მიიღო, ქვეყანა სოფო ხალვაშმა წარადგინა, სიმღერით Visionary Dream

შიდაშესარჩევ ეტაპზე, სოფო ხალვაშისთვის ხუთი სიმღერა შეირჩა. სიმღერების ავტორები იყვნენ: მიხეილ მდინარაძე, ზურაბ მახნიაშვილი, ლილიკო ნემსაძე, ბექა ჯაფარიძე, ოთარ ტატიშვილი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ორგანიზებულ კონცერტზე სოფომ ხუთივე სიმღერა შეასრულა.

ხმის მიცემის შედეგად, გამარჯვებულად „სტეპ-რეკორდის” გენერალური პროდიუსერის ბექა ჯაფარიძის სიმღერა Visionary Dream დასახელდა.

2007 წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ფინეთში ჩატარდა.