ESC 2021

თორნიკე ყიფიანმა 2021 წლის ევროვიზიაზე საქართველო, სიმღერით You წარადგინა.

საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მეორე ნახევარფინალში, მეათე ნომრად გამოვიდამეორე ნახევარფინალიდან ფინალში 10 ქვეყნის მონაწილე გადავიდა, მათ შორის საქართველო ვერ მოხვდა.

 

თორნიკე ყიფიანის გამოსვლა ევროვიზიის მეორე ნახევარფინალში [ვიდეო]

თორნიკე ყიფიანი – საკონკურსო სიმღერით You

სიმღერა You ინგლისურენოვანია და სხვადასხვა ჟანრს აერთიანებს – როკი, პოპ-როკი და ბლუზ-როკი.

საკონკურსო სიმღერა თორნიკე ყიფიანმა თავად დაწერა. სიმღერის არანჟირება „ბრავო რექორდსში“ გაკეთდა და მასზე, თორნიკე ყიფიანთან ერთად, ალეკო ბერძენიშვილმა იმუშავა. სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს გორის გოგონათა გუნდმა, მარიკო ლეჟავამ, მარიამ შენგელიამ და ალეკო ბერძენიშვილმა.

მუსიკალური ვიდეორგოლის რეჟისორი თემო კვირკველიაა. საკონკურსო სიმღერის ვიდეორგოლის გადაღებები რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა. ვიდეოში მარიამ ალექსიძის დასი მონაწილეობს. მოცეკვავეების კოსტიუმების დიზაინი კი ქეთი ჩხიკვაძეს ეკუთვნის.