ESC 2012

ანრი ჯოხაძე, სიმღერით I’m A Joker

2012 წლის ევროფესტივალს ქართველი კონკურსანტი ანრი ჯოხაძე ნახევარფინალური ტურიდან გამოეთიშა.

რიგით 57-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსს აზერბაიჯანი მასპინძლობდა. გრანდიოზული სანახაობა ბაქოს Crystal Hall-ში ჩატარდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოცხადებული ევროვიზიის ეროვნული კონკურსის გამარჯვებული ანრი ჯოხაძე გახდა, სიმღერით I’m A Joke. მომღერალმა საქართველოს შიდაშესარჩევი კონკურსის ფინალში 9 კონკურსანტს შორის გაიმარჯვა.

ევროვიზიის ეროვნული კონკურსის მონაწილეები:
ჯგუფი November, სიმღერით Letter To A Friend
ჯგუფი Vanilla Cage, სიმღერით Breaking The Cage
ჯგუფი Mirror Illusion, სიმღერით Whisper
ჯგუფი REMA, სიმღერით Feel Me
ჯგუფი Industrial City, სიმღერით Broken
ანრი ჯოხაძე, სიმღერით I’m A Joker
ბორის ბედია, სიმღერით It`s Life
LEO JEE (ლევან ჯიბლაძე), სიმღერით It’s My Life
ედვარდ ტატიანი, სიმღერით Hey You

ანრი ჯოხაძე 13 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული და ლაურეატია. სიმღერა 4 წლის ასაკში დაიწყო. თავად წერს სიმღერებს და საკუთარი კლიპების სცენარებსაც. მონაწილეობს თითქმის ყველა კონცერტსა, თუ მნიშვნელოვან ღონისძიებაში, რაც საქართველოში იმართება. ანრიმ ბევრ დამწყებ მუსიკოსს გაუწია პროდიუსერობა. მომღერალი ამჟამად თავის მე-5 ალბომზე მუშაობს. ანრი ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსში 2009 წელსაც მონაწილეობდა.