ჯგუფ Circus Mircus-ის გამოსვლა ევროვიზიის მეორე ნახევარფინალში [ვიდეო]

ჯგუფი Circus Mircus ევროვიზიის კონკურსზე მაყურებლის წინაშე წარდგა. ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მეორე ნახევარფინალურ შოუზე საქართველოს წარმომადგენელი მეხუთე ნომრად გამოვიდა და სიმღერა – Lock Me In შეასრულა.

გამოსვლის სასცენო დადგმაზე შვედმა რეჟისორმა, ემილია სინდქვისტმა იმუშავა.

ხმის მისაცემად ქართველი კონკურსანტის გულშემატკივრებმა უნდა უყურონ მეორე ნახევარფინალში მონაწილე იმ ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელს, სადაც იმყოფებიან. ასევე მეორე ნახევარფინალში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და ესპანეთში მცხოვრებ მოსახლეობასაც შეუძლია ხმის მიცემა. ყველა მონაწილის გამოსვლის შემდეგ, ეკრანებზე დაიწერება მოკლე ტექსტური შეტყობინებისა (სმს) და ტელეფონის ნომრები. გულშემატკივრებს ხმის მიცემა სწორედ ამ ნომრებზე შეეძლებათ. ხმის მიცემის პროცედურა 15 წუთის განმავლობაში გაგრძელდება. ერთი ნომრიდან შესაძლებელია 20 ზარის განხორციელება.