„საქართველო, მიყვარხარ“ – ირუს შთამბეჭდავი გამოსვლა ევროვიზია 2023-ის ნახევარფინალში [ვიდეო]

00:10, 12.05.2023

ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ირუ დღევანდელ ნახევარფინალურ შოუზე მაყურებლის წინაშე წარდგა.

საქართველოს წარმომადგენელი მე-11 ნომრად გამოვიდა.

სიმღერის დასრულების შემდეგ, ირუმ მაყურებელს მიმართა – „Thank you Europe, საქართველო მიყვარხარ“.

დღევანდელ შოუზე გამოვლინდება, რომელი ქვეყნების წარმომადგენლები გადავლენ ფინალში.

ევროვიზიის კონცერტი ევროპის დროით 21:00 საათზე დაიწყო, ხოლო ხმის მიცემა 22:20 საათზე დაიწყება.

ევროვიზიის ფინალურ კონკურსზე 25 ქვეყანა იმღერებს.

ევროვიზია 2023-ის ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი