ხმა მიეცი საქართველოს - ირუ ევროვიზიაზე 11 მაისს მე-11 ნომრად იმღერებს
ხმა მიეცი საქართველოს - ირუ ევროვიზიაზე 11 მაისს მე-11 ნომრად იმღერებს

ხმა მიეცი საქართველოს – ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ირუ 11 მაისს მე-11 ნომრად წარდგება.

ევროვიზიის კონცერტი ევროპის დროით 21:00 საათზე დაიწყება, ხოლო ხმის მიცემა – 22:20 საათზე.

საქართველოს თავისი წარმომადგენლისთვის ხმის მიცემა არ შეუძლია, ამიტომ უცხოეთში მცხოვრები ქართველების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია.

ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ ბანერზე მითითებული იმ ქვეყნებიდან, რომლებიც 11 მაისს გამოვლენ სცენაზე.

16 კონკურსანტის გამოსვლის შემდეგ ხმის მიცემას შეძლებთ ზარის ან მესიჯის საშუალებით, ამიტომ უნდა უყუროთ იმ ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელს, სადაც იმყოფებით.

ტელეეკრანებზე გამოჩნდება ნომერი, რომლის ბოლოსაც უნდა აკრიფოთ 11, რაც ნიშნავს, რომ ზარს ახორციელებთ ან სმს-ს გზავნით საქართველოს წარმომადგენლის მხარდასაჭერად.

იმ ქვეყნებიდან, რომლებიც არ მონაწილეობენ ევროვიზიის სიმღერის კონკურსში, ხმის მიცემა შესაძლებელია საიტზე – www.eurovision.tv.

ევროვიზიის ფინალურ კონკურსზე 25 ქვეყანა იმღერებს.

ევროვიზია 2023-ის ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.