აგნესი:

(გაბრაზებით) მესმის. არაა საჭირო, თქმა, ვიცი, რომ დაკავებულია.

ყურმილს ახეთქებს

აგნესი: (გოდებს) ოჰ, ნეტავ სულ ცოტა ხნით მაინც შემეძლოს ამ საწოლიდან გადმოსვლა. ნეტავ სულ ცოტა სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა მაინც შემეძლოს, ან ფანჯრიდან გადახედვა და ქუჩის დანახვა…..

ტელეფონის ზარი.

აგნესი:

(მაშინვე იღებს ყურმილს) ალო? ელბერტ, შენ ხარ? ალო? ალო? რა დაემართა ამ ტელეფონს?ალო, ალო?

ყურმილს ახეთქებს.

იღებს ყურმილს და რეკავს.

აგნესი: (თავისთვის)

ვინ მირეკავს? რას მიპირებენ?

ტელეფონისტი გოგონა:

რა ნომერი გნებავთ?

აგნესი:

გამარჯობათ… გოგონა, არ ვიცი, რა მოუვიდა დღეს ამ ტელეფონს, მაგრამ აშკარაა, რომ ჭკუიდან გადავყავარ. არასოდეს მინახავს ასეთი დაბალი ხარისხის და ასეთი არაეფექტური მომსახურება… და იცით, იცით, მე ინვალიდი ვარ, და ძალიან ვნერვიულობ, – ჩემთვის კი ნერვიულობა არაფრით არ შეიძლება,  ასე თუ გაგრძელდა…

ტელეფონისტი გოგონა:

რატომ ნერვიულობთ?

აგნესი:

როგორ გითხრათ… ყველაფერი არეული გაქვთ! დღეს ერთი შემთხვევაც კი არ მახსენდება, რომ თქვენი მუშაობით კმაყოფილი დავრჩენილიყავი! თქვენი უუნარობის გამო შეიძლება მთელი ქალაქი ამოხოცონ.  ახლა კი, ეს ტელეფონი ყოველ ხუთ წამში რეკავს და რეკავს, არ ჩერდება, აქ ყურმილს ვიღებ, ვპასუხობ და იქით კი არავინაა…

ტელეფონისტი გოგონა:

ძალიან ვწუხვარ. ახლა ყურმილს თუ დაკიდებთ, თქვენს ტელეფონს შევამოწმებთ.

აგნესი:

ტელეფონის შემოწმებას არ გთხოვთ! ყველა ზარი შემოუშვით,  რაც ჩემთან შემოდის, მაშინვე შემოუშვით, ნუ აყოვნებთ,

ტელეფონისტი გოგონა:

ვშიშობ, მე არ შემიძლია… მე….

აგნესი:

რა თქმა უნდა, არ შეგიძლიათ! რატომ? იქნებ ამიხსნათ?

ტელეფონისტი გოგონა:

ტელეფონის ნომრის აკრეფა ავტომატურად ხდება. თუ…

აგნესი:

ოჰ, ღმერთო!

ტელეფონისტი გოგონა:

…. ვინმე თქვენს ნომერს აკრეფს, შეუძლებელია ჩვენი სადგურიდან შემოწმდეს, მან მოახერხა თქვენთან დაკავშირება, თუ არა….

აგნესი:

ღმერთო….

ტელეფონისტი გოგონა:

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი, რომელიც თქვენთან დაკავშირებას ცდილობს, არ მიმართავს საჩივრით მის რომელიმე ოპერატორს.

აგნესი:

ეს ყველაზე დიდი სისულელეა… ამასობაში კი, მე აქ უნდა ველოდო, ჩემს საწოლში  და ყოველ ჯერზე, როცა ტელეფონი რეკავს, დავიტანჯო.

ტელეფონისტი გოგონა:

ვეცდები, შევამოწმო, რამე პრობლემა ხომ არ არსებობს…

აგნესი:

შეამოწმეთ!!! შეამოწმეთ!!!!!

ტელეფონისტი გოგონა:

დიახ, ქალბატონო,  თქვენს ტელეფონსშევამოწმებთ.

აგნესი:

ღმერთო, რა აზრი აქვს ახლა თქვენთან ლაპარაკს, წარმოუდგენელი შტერი ხართ!

ტელეფონისტი გოგონატელეფონს ახეთქებს.

აგნესი:

მაგას ვუჩვენებ!

ნომრის ჩქარი აკრეფვის ხმა, ზარი.

აგნესი (თავისთვის) როგორ ბედავს ჩემთან ასე ლაპარაკს!  როგორ მიბედავს!

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12