მარტინი:

იქნებ შორიდან რეკავდნენ?

აგნესი:

არა!

მარტინი:

იცით, ტელეფონი  სასაცილო მოწყობილობაა. მოდით, თქვენს მონათხრობს ასე შევხედოთ: იმ საუბარში შემთხვევით რომ არ ჩართულიყავით და თქვენ მეუღლეს დაკავშირებოდით, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, მაშინ ასე არ აღელდებოდით, ასე არ არის?

აგნესი:

მე – მე – მგონი, არა.მაგრამ ისეთი არაადამიანური, ისეთი სისხლის გამყინავი ხმები ჰქონდათ

მარტინი:

უნდა გითხრათ, რომ ამ ქალაქში ყოველდღე იგეგმება მკვლელობა, ქალბატონო.ჩვენ თითქმის  ყველას თავიდან აცილებას ვახერხებთ, მაგრამ რასაც თქვენ ახლა ამბობთ, ისეთი ბუნდოვანი და გაუგებარია, რომ ხელმოსაჭიდი თითქმის არაფერი გვაქვს….

აგნესი:

დარწმუნებული ვარ, თქვენ შეძლებთ….

მარტინი:

რა თქმა უნდა, თუ არ მიგაჩნიათ, რომ ვიღაც თქვენს მოკვლას ცდილობს.

აგნესი:

მე? რას ბრძანებთ? არა! მე-მე იმის თქმა მინდა, რომ … ვის სჭირდება ჩემი მოკვლა?  აქ ნაცნობი თითქმისარავინ მყავს, ორი ადამიანის გარდა, შეიძლება ითქვას, რომ სულ მარტო ვარ, დღეც და ღამეც, ჩემი მოახლე ელაიზი, ერთადერთი ადამიანია, რომელსაც ვიცნობ, იცით, დიდი ქალია, ორას ფუნტიანი.

მარტინი:

მესმის.

აგნესი:

ამიტომ, საშინლად ზარმაცია,  საუზმის მოტანაც კი ესიკვდილება.

მარტინი:

ჰჰჰჰჰმმმმმ.

აგნესი:

და მეორე ადამიანი კი ჩემი ქმარია, ელბერტი. ჩემზე გიჟდება. მაღმერთებს, უკვე თორმეტი წელია, რაც ავად ვარ და დღემდე სულ ჩემთანაა.

მარტინი:   

მმმმმმმმმ. თუ ასეა, ქალბატონო, მაშინ არაფერი გაქვთ საფიქრელი. დანარჩენიჩვენ მოგვანდეთ, ყველაფერს მივხედავთ.

აგნესი:

ბატონო? კი მაგრამ,  როგორ? უკვე გვიანია, 11 საათი ხდება.

მარტინი:

როგორც კანონი მოითხოვს, ისე მივხედავთ, ქალბატონო.

აგნესი:

დიახ, მიხედეთ, მთელ ქალაქში გაავრცელეთ, ეკიპაჟები გამოგზავნეთ, თქვენს პოლიციელებს რაციით გადაეცით, რომ ყურადღებით იყვნენ, განსაკუთრებით კი ისეთ საეჭვო უბნებში, როგორშიც მე ვცხოვრობ…

მარტინი:

ქალბატონო, უკვე გითხარით, რომ ყველა ზომას მივიღებთ… დაუყოვნებლივ.  ახლა სხვა გადაუდებელი საქმეებიც მაქვს, ღამე მშვიდობისა, და დიდი მადლობა შეტყობინებისთვის.

აგნესი:

ოჰ, შე იდიოტო!

ტელეფონის დახეთქების ხმა.

აგნესი:

(პაუზა) ტელეფონი ასე არ უნდა დამეხეთქებინა. ახლა ის პოლიციელი იფიქრებს, რომ ვიღაც გიჟი ვარ. (ტირის) ღმერთო,სად არის ელბერტი აქამდე? სად? რატომ არ მოდის სახლში?

ნომრის აკრეფის ხმა

აგნესი: (თავისთვის)

ისევ ტელეფონისტი მჭირდება.

ზარი

ტელეფონისტი გოგონა:

რა ნომერი გნებავთ?

აგნესი:

გოგონა, ღვთის გულისთვის, თუ შეიძლება ისევ დარეკეთ მურეი ჰილი 4-0098. არაფრით არ მესმის, სად დაიკარგა ჩემი მეუღლე.

ოპერატორი:

ვეცდები, დავუკავშირდე.

დაკავების ზუმერი

აგნესი: (ხმადაბლა ქვითინებს)

ტელეფონისტი გოგონა:

ვწუხვარ, მურეი ჰილი 4-0098 დაკავებულია. ისევ შევეცდები…

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12