ლუსი ფლეჩერი
ლუსი ფლეჩერი
მწერალი, დრამატურგი, სცენარისტი  ლუსი ფლეჩერი 1912 წელს ბრუკლინში დაიბადა. მას მწერლობა ბავშვობიდან სურდა. 1933 წელს ლუსიმ კოლეჯი დაამთავრა და ხან ბიბლიოთეკარად, ხანაც კი მბეჭდავად მუშაობდა. პოპულარობა  რადიოპიესით, 22 წუთიანი თრილერით – „უკაცრავად, სხვაგან მოხვდით“ – მოიპოვა, რომელიც ეთერში პირველად   1943 წლის  25 მაისს გავიდა. ლუსი ოცზე მეტი რადიოპიესის ავტორია და ყველა პიესა ეთერში გასვლისთანავე საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევდა. 1939 წელს ლუსი ფლეჩერი დაქორწინდა კომპოზიტორ ბერნარდ ჰერმანზე და ორი ქალიშვილი ეყოლა. როგორც ბერნარდ ჰერმანის ბიოგრაფი სტივენ სმიტი აღნიშნავს, ლუსი ფლეჩერს იდეა თ...

მწერალი, დრამატურგი, სცენარისტი  ლუსი ფლეჩერი 1912 წელს ბრუკლინში დაიბადა. მას მწერლობა ბავშვობიდან სურდა. 1933 წელს ლუსიმ კოლეჯი დაამთავრა და ხან ბიბლიოთეკარად, ხანაც კი მბეჭდავად მუშაობდა. პოპულარობა  რადიოპიესით, 22 წუთიანი თრილერით – „უკაცრავად, სხვაგან მოხვდით“ – მოიპოვა, რომელიც ეთერში პირველად   1943 წლის  25 მაისს გავიდა.

ლუსი ოცზე მეტი რადიოპიესის ავტორია და ყველა პიესა ეთერში გასვლისთანავე საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევდა.

1939 წელს ლუსი ფლეჩერი დაქორწინდა კომპოზიტორ ბერნარდ ჰერმანზე და ორი ქალიშვილი ეყოლა. როგორც ბერნარდ ჰერმანის ბიოგრაფი სტივენ სმიტი აღნიშნავს, ლუსი ფლეჩერს იდეა თავისი სახელგანთქმული რადიოპიესისთვის „ჰიჩჰაიკერი“ მაშინ დაებადა, როცა ქმართან ერთად მანქანით ჰოლივუდში მიდოდა და გზად ერთ უცნაური კაცს რამდენჯერმე გადაეყარა. „ჰიჩჰაიკერი“ წარმოადგენს  დრამას ადამიანის შესახებ, რომელიც კალიფორნიაში მანქანით მოგზაურობის დროს ერთსა და იმავე ჰიჩჰაიკერს ხვდება.

ლუსი ფლეჩერი ბერნარდ ჰერმანს 1948 წელს გაეყარა. 1949 წელს კი ის მწერალ ჯონ დუგლას ვალოპზე დაქორწინდა.

1950-იანი წლების ბოლოს, ლუსი ფლეჩერმა რომანების წერა დაიწყო. მას დაწერილი აქვს ათი რომანი. მისი რომანის  „თვალახვეულის“ მიხედვით, 1966 წელს გადაღებულ ფილმში მთავარი როენი როკ ჰადსონმა და კლაუდია კარდინალემ შეასრულეს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი რომანი „ღამის გუშაგი“, რომელსაც „ნიუ იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში კრიტიკოსმა ქლივ ბარნესმა რომანს ბრწყინვალე თრილერი და სასპენსის ჟანრის სამაგალითო ნიმუში  უწოდა.  ამ რომანზეა დაფუძნებული  1973 წელს გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმი, სადაც მთავარი როლები ელიზაბეტ ტეილორმა და ლორენს ჰარვეიმ შეასრულეს.

მეტი მაჩვენე ნაკლები