აგნესი:

ოჰ, რა სირცხვილია, როგორ ვერ ხვდებით! კარგად დამიგდეთ ყური! აშკარაა, რომ რაღაც აგერიათ, ალბათ სულ ოდნავ აცდით სწორ ნომერს, მე გიკარნახეთ მურეი ჰილი 4-0098, თქვენ კი ეს ნომერი აკრიფეთ, მაგრამ ალბათ ხელი აგიცდათ და სულ სხვა ნომერთან შემაერთეთ. მე მათი ხმა გადასარევად მესმოდა, მათ კი ჩემი არა. არ მესმის, როგორ შეიძლება იგივე შეცდომა ვერ გაიმეოროთ? დაფიქრდით, შეცდომის დაშვება სპეციალურად უნდა სცადოთ.  იქნებ ისევ შემაერთოთ მურეი ჰილი 4-0098-თან, ოღონდ ამჯერად, ცოტა დაუდევრად იმუშავეთ.

ტელეფონისტი გოგონა:

გასაგებია. მურეი ჰილი 4-0098. დამელოდეთ.

აგნესი:

დიდი მადლობა.

ტელეფონის ნომრის აკრეფის ხმა, შემდეგ დაკავების ზუმერი.

ტელეფონისტი გოგონა:

ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ნომერი მურეი ჰილი 4-0098 დაკავებულია.

ყურმილის დახეთქების ხმა.

აგნესი:

გოგონა! გოგონა!

ტელეფონისტი გოგონა:

რა ნომერი გნებავთ?

აგნესი:

არც კი გიცდიათ, ის მცდარი ნომერი გეპოვნათ. მე ძალიან გთხოვეთ და აგიხსენით კიდეც, როგორ. თქვენ კი რა გააკეთეთ? მაინც სწორად აკრიფეთ ნომერი.

ტელეფონისტი გოგონა:

ბოდიშს გიხდით, ქალბატონო. რა ნომერი გნებავთ?

აგნესი:

იქნებ დამავალოთ და დაივიწყოთ ის ნომერი, რომელზეც მე ვრეკავდი და ის გააკეთოთ, რასაც გეტყვით? მისმინეთ – ძალიან გთხოვთ, მოძებნოთ ის ნომერი, რომელზეც სულ რამდენიმე წუთის წინ შემთხვევით ჩავერთე. – კარგად უნდა გესმოდეთ, რომ ბოლოსდაბოლოს, ეს თქვენი მოქალაქეობრივი ვალია, თუ იმ ნომერს მიაგნებთ, მიაგნებთ მკვლელებსაც. და თუ არ…

ტელეფონისტი გოგონა:

ქალბატონო, ახლავე უფროს ტელეფონისთთან გადაგრთავთ.

აგნესი:

კარგი იქნება.

ტელეფონის  ხმა.

აგნესი: (თავისთვის)

ამას  ვერაფერი გავაგებინე.

უფროსი  ტელეფონისტი:

უფროსი  ტელეფონისტი გისმენთ.

აგნესი:

დიახ, მომისმინეთ: გთხოვთ, სასწრაფოდ გაარკვიოთ, რა ნომერს ჩავერთე წინა დარეკვაზე.  არ ვიცი ვინ დამაკავშირა, ან როგორ, მაგრამ აუცილებელია, რომ გავარკვიო ის ნომერი, რადგან საქმე ეხება დაგეგმილ მკვლელობას. ამაღამ, 11: 15 ზე ერთ საბრალო უდანაშაულო ქალს  ცივსისხლიანი მკვლელები სიცოცხლეს გამოასალმებენ.

უფროსი  ტელეფონისტი:

გასაგებია.

აგნესი:

შეგიძლიათ ნომერი გაარკვიოთ? შეგიძლიათ ისხალხიიპოვოთ?

უფროსი  ტელეფონისტი:

სიმართლე რომ გითხრათ, დარწმუნებული არ ვარ… გააჩნია…

აგნესი:

რას გააჩნია?

უფროსი  ტელეფონისტი:

თუ ის საუბარი ჯერ არ დასრულებულა და ისევ ლაპარაკობენ, მაშინ, ალბათ შესაძლებელია, მაგრამ თუ სატელეფონო კავშირი შეწყდა, მაშინ ნომერს ვერ დავადგენთ.

აგნესი:

თუ სატელეფონო კავშირი შეწყდა?

უფროსი  ტელეფონისტი:

დიახ, თუ საუბარი დაასრულეს და ყურმილი უკვე დაკიდეს.

აგნესი:

ბუნებრივია, აქამდე საუბარს დაასრულებდნენ. სულ მცირე, ხუთი წუთი მაინც იქნება გასული და არც ეტყობოდათ, რომ დიდი ხანი აპირებდნენ ლაპარაკს…

უფროსი  ტელეფონისტი:

მე მაინც შევეცდები, როგორმე დაგეხმაროთ. შეიძლება, თქვენი სახელი გავიგო, ქალბატონო?

აგნესი:

მისის სტივენსონი. მისის ელბერტ სტივენსონი. მაგრამ… მომისმინეთ –

უფროსი  ტელეფონისტი:

და თქვენი ტელეფონის ნომერი?

აგნესი:

პლაზა 3-2098. მაგრამ თუ დროს ამაში დაკარგავთ…

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12