კაცის ხმა ტელეფონში:

ძალიან კარგი. მისამართი ხომ იცით…

ჯორჯი:

კი, ვიცი, ვიცი. მოდით, გადავამოწმოთ… 11 საათზე პოლიციელიმეორე ავენიუზე ბარში შევა ლუდის დასალევად.

კაცის ხმა ტელეფონში:

და არ დაგავიწყდეთ, სინათლე გამორთული უნდა იყოს.

ჯორჯი:

კარგით.

კაცის ხმა ტელეფონში:

ქუჩაში სინათლე მხოლოდ ერთი ფანჯრიდან უნდა გამოდიოდეს.

ჯორჯი:

გასაგებია.

კაცის ხმა ტელეფონში:

(მის გვერდით ვიღაცას მიმართავს)

ბატონო?

ერთი წუთით, ჯორჯ. (პაუზა) ჩვენი კლიენტი მეუბნება, რომ მატარებელი ხიდზე თორმეტის თხუთმეტ წუთზე გაივლის და ამ ხმაურში საქმე გაგიადვილდებათ, ხომ გესმით, ფანჯარა თუ ღია იქნება და ის კივილს დაიწყებს, ხმას ჩაახშობს …

აგნესი:

რა ნომერია? ალო?

ჯორჯი:

მე ეზოს მხრიდან, ღია ფანჯარაში გადავძვრები და 11:15-მდემატარებლის ჩამოვლას დაველოდები იმ შემთხვევისთვის, თუ ის კივილს დაიწყებს.

კაცის ხმა ტელეფონში:

ასეა. ყველაფერი გახსოვთ, ჯორჯ?

ჯორჯი:

დიახ, დიახ.  სწრაფად უნდა მოვრჩე… . რაც შეიძლება მცირე სისხლი… ჩვენს კლიენტს არ უნდა, რომ მან იწვალოს.

კაცის ხმა ტელეფონში:

მართალია. დანა გექნებათ?

ჯორჯი:

დიახ, დანა… დანა ჯობია. და ბოლოს ბეჭდებს და სამაჯურებს მოვხსნი და სხვა  სამკაულსაც წამოვიღებ. მახსოვს –  ჩვენს კლიენტს უნდა, რომ ძარცვას დაემსგავსოს. ნურაფერზე ინერვიულებთ, ვიცი, როგორ….

ტელეფონი ითიშება. ისმის  უწყვეტი ზუმერის ხმა.

 აგნესი:

ოჰ, ღმერთო, რა საშინელებაა

ტელეფონს იღებს, სატელეფონო სადგურის ნომერს კრეფს.

წარმოუდგენელი საშინელებაა, ენითაუწერელი! სად არიან ამდენი ხანი!

ტელეფონისტი გოგონა:

რა ნომერი გნებავთ?

აგნესი:

გოგონა! ახლა გამთიშეს…

ტელეფონისტი გოგონა:

თქვენი ნომერი?  რა ნომერთან გნებავთ შეერთება?

აგნესი:

მომისმინეთ, გოგონა! ახლა გამთიშეს… ჩემს ქმართან ვრეკავდი, მურეი ჰილი 4-0098, მაგრამ როგორც ჩანს, სხვაგან მოვხვდი, მის ოფისს ვერ ვუკავშირდები… ალბათ, ხაზები ერთმანეთში აიხლართა. სხვა ნომრის ლაპარაკში ჩავერთე, და მე… და მე… წარმოგიდგენიათ, შემზარავი ამბავი გავიგე… – რაღაც მოვისმინე დაგეგმილი მკვლელობის შესახებ.  გემუდარებით, ისევ იმ ნომერზე ჩამრთეთ!

ტელეფონისტი გოგონა:

უკაცრავად? რა ბრძანეთ? ოჰ, მე როგორ უნდა დაგეხმაროთ?

აგნესი:

ვიცი, მესმის, რომ სხვა ნომერზე მოვხვდიდა სხვისი საუბრისთვის არ უნდა მომესმინა, მაგრამ, ის ორი კაცი…ის ორი ცივსისხლიანი… მკვლელობას გეგმავდა, უდანაშაულო ქალის მკვლელობას, რომელიც ახლა მარტოა სახლში, სადღაც ხიდთან ახლოს ცხოვრობს, და ჩვენ ის მკვლელები სასწრაფოდ უნდა შევაჩეროთ, ჩვენი მოვალეობაა…

ტელეფონისტი გოგონა:

(გაღიზიანებული) თქვენი ნომერი მითხარით,   რა ნომერზე გნებავთ დარეკვა?

აგნესი:

რა მნიშვნელობა აქვს ჩემს ნომერს, ან სად ვრეკავდი? მე სულ სხვა ნომრის საუბარში ჩავერთე, თქვენ ალბათ არასწორად აკრიფეთ ნომერი. ახლა კი, მე და თქვენ  უნდა გავარკვიოთ – სასწრაფოდ უნდა გავარკვიოთ, რა ნომერი იყო, გასაგებია?

ტელეფონისტი გოგონა:

თქვენ რა ნომერთან გინდოდათ დაკავშირება?

აგნესი:

ღმერთო, როგორ შეიძლება ადამიანი ასეთი სულელი იყოს? რომელი საათია? გინდათ თქვათ, რომ ვერ გაარკვევთ, ახლახანს რა ნომერს ჩავერთე?

ტელეფონისტი გოგონა:

ქალბატონი, დამელოდეთ, მთავარ ტელეფონისტთან  გადაგრთავთ.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12