რადიოპიესა

პირველად ეთერში გავიდა 1943 წლის 25 მაისს

 

მოქმედი პირები:

მისის ელბერტ სტევენსონი (აგნესი)

ჯიმი

ჯორჯი

პოლიციის სერჟანტი მარტინი

ტელეფონისტი გოგონა

უფროსი ტელეფონისტი გოგონა

საინფორმაციო განყოფილების ოპერატორი

ვესტერნ უნიონის ოპერატორი

საავადმყოფოს მიმღები

კაცი შავებში

 

კაცი შავებში:

გამარჯობათ, მოგესალმებათ კაცი შავებში. მე ასე მეძახიან – კაცი შავებში, რადგან სინათლეს ვერ ვიტან. ახლა აქ ვარ, ამ სტუდიაში, თქვენ რას აკეთებთ? ჩააქრეთ სინათლე, უგნურებო! უკაცრავად, რას ვამბობდი? დიახ… ახლა აქ ვარ, რომ წარმოგიდგინოთ პიესა, რომელიც იმ ქალმა დაწერა, რომელმაც ადამიანის სისუსტის ყველაზე ღრმა, ბნელ კუნჭულში ჩაიხედა. ღვარძლი და ბოროტება ადამიანს აბრმავებს, გონებას უბინდავს და მკვლელობამდე მიყავს! წარმოგიდგენთ ლუსილ ფლეჩერის პიესას „უკაცრავად, სხვაგან მოვხვდი“. ესაა ამბავი  ქალის შესახებ, რომელიც დიდ უსიამოვნებაში გაეხვია სატელეფონო კომპანიისა და პოლიციის უმოქმედობის გამო.

მუსიკა

კაცი შავებში:

მოისმინეთ და შეაფასეთ საკუთარი უსაფრთხოება.

ტელეფონის ნომრის აკრეფის ხმა

 

აგნესი:

თუ შეიძლება, კიდევ ერთხელ სცადეთ, მერი ჰილი. 4-0098, ნახევარი საათია, მეუბნებიან, რომ  დაკავებულია, ამდენი ხანი დაკავებული როგორ იქნება? კიდევ აკრიფეთ ნომერი, ძალიან გთხოვთ.

ტელეფონისტი გოგონა:

ახლავე, ქალბატონო. ერთი წუთი დამელოდეთ.

აგნესი:

არ მესმის, ამდენი ხანი ვინ შეიძლება ლაპარაკობდეს. ჩემი ქმრის ოფისია, მე კი სახლში სულ მარტო ვარ. ლამისაა გული წამივიდეს, ნერვები მაწყდება,

ტელეფონისტი გოგონა:

გაერთებთ. მერი ჰილი 4-0098.

კაცის ხმა ტელეფონში:

ალო?

აგნესი:

ალო, მისტერ სტევენსონს სთხოვეთ.

კაცის ხმა ტელეფონში:

ალო, ალო?

ჯორჯი:

ალო…

კაცის ხმა ტელეფონში:

ალო?  ჯორჯ…

ჯორჯი:

დიახ, გისმენთ.

აგნესი:

ვინ ბრძანდებით? რა ნომერია?

კაცის ხმა ტელეფონში:

ახლა  ჩვენს კლიენტთან ერთად ვარ…

ჯორჯი:

მმმმმ… მშვენიერია…ამაღამ  სანაპიროზე კარგ ამინდს უნდა ველოდოთ?

კაცის ხმა ტელეფონში:

დიახ, ჯორჯ. როგორც ჩვენი კლიენტი ამბობს, ამაღამ სანაპიროზე კარგი ამინდი იქნება.

ჯორჯი:

ძალიან კარგი, ძალიან კარგი…

კაცის ხმა ტელეფონში:

ახლა სად ხართ?

ჯორჯი:

ტელეფონის ჯიხურში. არ იდარდოთ, ყველაფერი წესრიგშია.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12