ტელეფონისტი გოგონა:

უკაცრავად, მაგრამ თქვენი ხმა არ მესმის. შეგიძლიათ, ცოტა ხმამაღლა ილაპარაკოთ?

აგნესი:

ხმამაღლაარ შემიძლია, მეორე ტელეფონით ვიღაც მისმენს.ჩემი  არ გესმით?

ტელეფონისტი გოგონა:

ბოდიშს გიხდით, მაგრამ…

აგნესი:

მაგრამ აუცილებლად უნდა მომისმინოთ! გთხოვთ, გეხვეწებით, უნდა დამეხმაროთ. ჩემთან სახლში ვიღაც შემოიპარა, ვიღაც, ვისაც ჩემი მოკვლა უნდა… მკვლელი… სასწრაფოდ დამაკავშირეთ…

ტელეფონში ისმის ჩხაკუნი.

აგნესი:

აი, ხომ გაიგონეთ? ყურმილი დაკიდა. პარალელური ტელეფონი ეჭირა და მისმენდა. ზემოთ ამოდის,  ჩემს ოთახში. სასწრაფოდ დამაკავშირეთ პოლიციასთან…

ტელეფონისტი გოგონა:

დამელოდეთ, პოლიციასთან გაერთებთ.

ნომრის აკრეფვის ხმა.  რეკვის ზუმერი.

აგნესი:

ვაიმე, ჩქარა, ჩქარა, უკვე ფეხის ხმა მესმის. ვაი, არა! გემუდარებით, ვაიმე, ღმერთო! ჩქარა.

(იწყებს კივილს, ჯერ ძლივს გასაგონად, თანდათან ხმას უმატებს, ვიდრე მისი კივილი არ ერთვის მატარებლის ხმას.)

ისმის მატარებლის ხმა. როდესაც ხმა ქრება, ტელეფონი რეკავს.

მარტინი:

პოლიციის დეპარტამენტი, სერჟანტი მარტინი!

ჯორჯი:

ბატონო? პოლიციის დეპარტამენტი? უკაცრავად, სხვაგან მოვხვდი.

მუსიკა

ნურაფერზე იღელვებთ, ყველაფერი წესრიგშია.

ყურმილის დაკიდების ხმა.

მუსიკის ხმა ძლიერდება, კულმინაციას აღწევს და ხმა ნელ-ნელა იკლებს.

კაცი შავებში:

უნდა ითქვას, რომ ბატონი სტევენსონმა  ბოლომდე ვერ აიცილა მართლმსაჯულება. ის თავის მდივანთან, მარჯთან ერთად კალიფორნიაში გადავიდა, სადაც სან ფიეგოს ქალაქის საბჭოში დაიწყო სამსახური.

 

 

ინგლისურიდან თარგმნა

დალილა გოგიამ

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12