აგნესი:
ჰენჩლის საავადმყოფოა?
საავადმყოფოს მისაღები:
ჰენჩლის საავადმყოფო გისმენთ!
აგნესი:
ექთნების განყოფილებასთან შემაერთეთ.
საავადმყოფოს მისაღები:
ვინ გნებავთ?
აგნესი:
ექთნების განყოფილება. პროფესიონალი ექთანი მჭირდება. ახლავე გამომიგზავნეთ, ამაღამუნდა მომხედოს!
საავადმყოფოს მისაღები:
გასაგებია. კონკრეტულად რა გაწუხებთ, ქალბატონო?
აგნესი:
კონკრეტულად ნერვები, უკიდურესად განერვიულებული ვარ. დამშვიდება მჭირდება, მარტო ყოფნა არ შემიძლია. ჩემი ქმარი სახლში არ არის და ….
საავადმყოფოს მისაღები:
ექიმის სპეციალური მიმართვა თუ გაქვთ?
აგნესი:
მიმართვა არა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები, ექიმის მიმართვა რა საჭიროა. მე ამაღამ ექთანი მჭირდება, ორი წლის წინ თქვენი პაციენტი ვიყავი, და თანაც, ექთანს რა თქმა უნდა, გადავუხდი…
საავადმყოფოს მისაღები:
რა თქმა უნდა, ყველაფერი გვესმის, ქალბატონო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ როგორც იცით, ახლა ომის დროა. ამიტომ, პროფესიონალი ექთნები ძალიან დაკავებულები არიან, და საავადმყოფოს ხელმძღვანელები მკაცრად მოითხოვენ, რომ ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში გავაგზავნოთ საავადმყოფოს გარეთ, თუ ექიმი ჩათვლის, რომ ავადმყოფს გადაუდებელი მდგომარეობა აქვს.
აგნესი:
ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა გადაუდებელი მდგომარეობა მაქვს, ჩემთვის ექთნის დახმარება სასწრაფო და აუცილებელია… მე ავად ვარ… ახლაძალიან დაძაბული ვარ, მარტო დავრჩი და რაღაც ხდება, რაც მაშფოთებს… თანაც მე ინვალიდი ვარ! დღეს უცნობების სატელეფონო საუბარში ჩავერთე… შემთხვევით… ამანაც გამომიყვანა მდგომარეობიდან… ერთი ქალის მოკვლას აპირებენ, როცა მატარებელი ხიდზე გაივლის…. (კივილით აგრძელებს) …. თუ ახლავე ვინმეს არ გამომიგზავნით, ჭკუიდან შევცდები…
საავადმყოფოს მისაღები:
(დაყვავებით) მისის ფილიპს დაველაპარაკები, როგორც კი დაბრუნდება. თქვენი სახელი მითხარით, თუ შეიძლება.
აგნესი:
მისის ფილიპს? როდის დაბრუნდება?
საავადმყოფოს მისაღები:
ზუსტად ვერ გეტყვით. თერთმეტ საათზე სავახშმოდ გავიდა.
აგნესი:
თერთმეტ საათზე! კი, მაგრამ ჯერ ხომ თერთმეტი საათი არ არის? ვაიმე, ჩემი საათი გაჩერებულა! ახლა რომელი საათია?
საავადმყოფოს მისაღები:
თორმეტის თხუთმეტი წუთი.
ტელეფონში ისმის ჩხაკუნი
აგნესი: (ჩურჩულით) ეს რა ხმა იყო?
საავადმყოფოს მისაღები: რა ხმა, ქალბატონო?
აგნესი:
ხმა, ჩხაკუნი ვერ გაიგეთ? ჩხაკუნი ჩემს ტელეფონში. თითქოს ვიღაცამ მეორე ტელეფონი აიღო. ჩემი პარალელური ტელეფონი ქვედა სართულზე.
საავადმყოფოს მისაღები:
ჩხაკუნი? არა, არ გამიგია. რაც შეეხება ექთ…
აგნესი: ვიღაცამ ნამდვილად აიღო მეორე ტელეფონი! სახლში ვიღაც შემოიპარა, ქვემოთაა, სამზარეულოში და ახლა მისმენს. ახლა მისმ…..
ტელეფონი ითიშება.
აგნესი: აღარსად აღარ დავრეკავ, რატომ უნდა მოისმინონ, რას ვიტყვი. მაგრამ თუ ვინმეს ახლავე არ დავურეკავ, სამზარეულოში რომ ვიღაცაა, ვერავინ გაიგებს. აქ რომ ამოვიდეს, მერე როგორღა მოვასწრებ.
ტელეფონს იღებს და სატელეფონო სადგურის ნომერს კრეფს.
ტელეფონისტს უნდა დავუკავშირდე.
ტელეფონისტი გოგონა:
რა ნომერი გნებავთ?
აგნესი:
(ჩურჩულით) გოგონა, გოგონა, განსაცდელში ვარ, მე…