(გიუნტერ აიხის საკითხავი პიესის „მე და ის“ კომპილაცია)

 

 

პირველი მოქმედება

 

(ავტომობილში ორნი სხედან – ცოლ-ქმარი: ელენე და დათო. მანქანა მიდის. ისმის მანქანაში ჩართული რადიო-მუსიკის ხმა.)

 

ელენე (სივრცეში): ჩვენი ოჯახის ექიმი თბილისში, დემიკო ავალიშვილი, ადამიანის თავს დატეხილ ყველა უცნაურობას ამინდს აბრალებს! არა, ისე, მგონი რაღაც მართლა არსებობს!.. აგერ, ავიღოთ თუნდაც ჩემი და მარინას ისტორია! რა ადვილად დამიმტკიცებდა დემიკო, რომ მარინას არსებობას ვერც კი გავიგებდი, 2012 წლის ხუთ აგვისტოს ცოტათი გრილი ამინდი მაინც რომ მდგარიყო… მაგრამ მე დემიკოს მაინც არაფერს ვეტყვი. ავალიშვილის აზრი ამ შემთხვევაში ნაკლებად მაინტერესებს!.. თუმცა, იქნებ მართლა იმ აუტანელი 40-გრადუსიანი ხვატის ბრალი იყო ყველაფერი. სხვათა შორის, იმ კვირადღეს, დაბადების დღეც მქონდა: ორმოცის ვხდებოდი და სოხუმისკენ მივქროდით. წინა კვირა კვარიათში, ზღვაზე და მერე, ბათუმის “ინტურისტში” გავატარეთ! დაბადების დღეს ბათუმშიც მშვენივრად გადავიხდიდი, მაგრამ დათოს ერთი სული ჰქონდა დრანდის ციხე ენახა და სოხუმამდე დროზე ჩაგვეღწია… მე კიდევ ამ დრანდების და ციხეების გარეშეც მშვენივრად ვგრძნობდი თავს!

 

(ავტომობილი)

 

ელენე (გულგრილად): ეს რა სოფელი იყო?

დათო: ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის ილორი! მოსახლეობა ორი ათასი! ციხე-სიმაგრე და ტაძარი რუკაზე ერთი ვარსკვლავითაა მონიშნული.

ელენე (უკმაყოფილოდ): აღარ შემიძლია!.. მხოლოდ ორვარსკვლავიანი ადგილები რომ გვენახა, ვერა?.. აუ, გაიხედე იქეთ – ის ნანგრევი რა დღეშია!..

დათო: ზუსტად ეგაა ციხე-სიმაგრე! აქაურობა შერვაშიძეების გარე შტოს ეკუთვნოდა! აქ წერდა თავის გენიალურ პოემებს ენვერ სიხარულია!

 

პაუზა. მანქანა მიდის.

 

ელენე: ნუ რაღაც აუტანელი ქართული განათლება გაქვს! დათო, ვინ ჯანდაბაა ენვერ სიხარულია?

დათო: ეს ქართული ლიტერატურაა, ელე! აი, ეს კი ტაძარია! ილორის წმინდა გიორგის ეკლესია — XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი!

ელენე: ახლა ინფარქტი დამარტყამს! მე ბანაობა მინდა, დათო! დღეს ჩემი დაბადების დღეა თუ გახსოვს!!!

დათო: სად აპირებ, მერე, ჩემო კარგო, აქ ბანაობას? ჩავსულიყავით ბარემ სოხუმში!

ელენე: ჩვენ ეგრე არ შევთანხმებულვართ! ზღვაც სადღაც აქვე უნდა იყოს!..

დათო (მკაცრად): მე კიდევ დროზე მინდა რომ ჩავაღწიოთ!!.. რესტორანია დასაჯავშნი!

ელენე: ისევ რესტორანი!! გააჩერე ახლავე მანქანა!! რუკაზე ვნახავ სად არის აქ ზღვაზე გასასვლელი!

 

მანქანა მკვეთრად ამუხრუჭებს

 

დათო (უკმაყოფილოდ): ელე, ტვინი!!!

ელენე (შლის დიდ რუკას. აყოლებს თითს): აი, აქედან ტრასა პირდაპირ ზღვაზე გადის!.. ახლა სად ვართ?.. აგერ აქ!.. სოფელი კომანი!..…და ხიდს იქით სოფელი ალიფაია!

დათო: ელე, მე სოხუმში მინდა!

ელენე (დამტკბარი ხმით): ალიფაია, დათი! 5 კილომეტრი! იქნებ იქაც იყოს რამე ეკლესია…

დათო (გაბეზრებით): არანაირი ეკლესია იქ არაა და დაგენიძლავები, ერთი აყროლებული ადგილია!!

ელენე: ოჰ!

დათო (გაღიზიანებული): ჯობდა ისევ ბათუმში დავრჩენილიყავით!

ელენე (გაბრაზებით): მეც მაგას არ ვამბობდი?! რო წამიღე ტვინი ამ შენი ტაძრებით და ციხეებით!.. ხომ დამპირდი – გზაში ვიბანავებთო?! თან კიდევ, დათი, (მოჩვენებითი აღტაცებით) სოხუმში უკვე ყველა თბილისელმა იბანავა, აი ალიფაიაში კიდევ – ალბათ არცერთმა!!

დათო: სად აპირებ, მერე, ჩემო კარგო, აქ ბანაობას?

ელენე: ზღვაში, სად? სადღაც აქვე უნდა იყოს… სუნი არ გესმის?

დათო (სიცილით): სუნი მესმის?! ზღვის სუნი მხოლოდ შენ გესმის საქართველოში, ელ! მე სოხუმამდე საღამომდე მინდა ჩავიდეთ! რესტორანი დროზე დავჯავშნო…

ელენე: ისევ რესტორანი! გააჩერე ახლავე მანქანა, დათ! რუკაზე ვნახავ სად არის აქ ზღვაზე გასასვლელი!

დათო: ელ, უკვე ტვინს მიჩაგრავ!

ელენე (შლის რუკას): აი, აქედან ტრასა პირდაპირ ზღვაზე გადის, დათ… ახლა სად ვართ? აგერ სოფელი კომანი, და ხიდის იქით სოფელი ალიფაიაა!

დათო: მე სოხუმში მინდა!

ელენე: ალიფაია, დათ! 5 კილომეტრი. იქნებ იქაც იყოს რაიმე ეკლესია…

დათო: არანაირი ეკლესია და ტაძარი იქ არ არის და დაგენიძლავები, ერთი აყროლებული ადგილია.

ელენე (მლიქვნელურად): ტრასა ხეობას შორის გადის. საინტერესო იქნება, დათ…

დათო: ჯობდა ბათუმში დავრჩენილიყავით!

ელენე: მეც მაგას არ ვამბობდი?.. რო წამიღე ტვინი ამ შენი ტაძრებით და ციხეებით!.. მაგრამ, დათ, უყურე! სოხუმში უკვე ყველა თბილისელმა იბანავა, აი ალიფაიაში კიდევ ალბათ ჯერ არცერთმა! ჩვენ პირველები ვიქნებით!

დათო: მაგას თავისი მიზეზები ექნება. მაგრამ რადგან ასე ძალიან გინდა…  იუბილარი ხარ მაინც…

ელენე: დათუნა, მარცხნისააკენ!

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11