***

ჩვეულებრივი მშენებლები ვართ.

კედლის შენების დიდოსტატები.

დახელოვნებული ხუროთმოძღვრები –

დაფიქრებაც კი არ გვჭირდება,

უყოყმანოდ ამოვქოლავთ ერთმანეთს შორის დარჩენილ სივრცეს.

ადამიანებს ერთად რა უნდათ? –

ადამიანი ერთია და ერთად დარჩება.

დადგამს ხის სკამს კედელთან ახლოს.

დაისვენებს. თვალებს დახუჭავს.

მთავარია ბოლო შედეგი:

საკუთარი თავით ტკბობა. კედლის სიმაღლე.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12