***

გამახსენდა, სიყვარულში როგორ ჩავვარდი –

საფუარით გაფუებულ წებოვან ცომში.

კანგადაკრული, გაურკვეველი ფორმის სხეულით

როგორ ვცდილობდი ამობობღებას.

შეშინებული ვიცილებდი ცომის ლორწოვან, საზიზღარ მასას.

მთავარი იყო ამოღწევა.

მთავარი იყო მშრალ ჰაერზე შიშვლად დარჩენა,

სადაც გახმება,

სადაც თავისით ჩამოცვივა სიყვარულის ბოლო ნარჩენი,

რაც ამომყვა, რაც ჩემი ნებით ვერ მოვიშორე.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12