***

იდგე მუხლამდე ყვავილებში

და ირწეოდე…

ყველა შხამი ამავალია ცხელი სისხლივით

და მიუყვება სხეულს, როგორც ცისფერი ხაზი.

მე გავიარე მასში, როგორც შეღებულ კარში.

მე გავიარე მასში, როგორც კარის მიხურვა.

ტრიალ მინდორში სად შეგხვდება ხის ჩარჩოები?

ადგე და შხამი, როგორც წყალი უნდა დალიო.

ბოლო ერთია – მოკრუნჩხვა და განმარტოება.

ძილი ერთია – ხმელ მუხლების მკერდთან მიტანა.

შენ, ჩემო დიდო იმედო და დიდო შეცდომავ,

მკლავებს ზურგსუკან გადამიგრეხს ჩუმი ტკივილი.

ხომ არის ზოგჯერ, ორი კადრი შეუსაბამო:

  1. იდგეს მოსათიბ ბალახზე და მუხლში მომცელოს.
  2. ვიწვე გადაჭრილ კიდურების ცხელი კანკალით.

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12