ნანა ქელეხიძე
ნანა ქელეხიძე

ნანა ქელეხიძე ბავშვობიდან წერდა – უბის წიგნაკის ფურცლებზე, სასკოლო რვეულების ბოლო გვერდზე, გაზეთის კიდეებზე, ქაღალდის  ნაგლეჯებზე.

რამდენიმე წელია, რაც ნაწერებს სისტემატიზებული სახე მისცა.

ზოგჯერ თარგმნის. ქართულიდან რუსულად და პირიქით.

მისი ლექსები იბეჭდება ქართულ პერიოდულ გამოცემებში – „ლიტერატურული გაზეთი“, „ცისკარი“, „ახალი საუნჯე“ და სხვ. ასევე ჰქონდა პუბლიკაცია ავსტრიულ ლიტერატურულ ჟურნალში „მანუსკრიპტი.“

არის პოეტური კრებულის „საშუაღამოს“ ავტორი.