***

 

როცა ვიღაცის გაშლილი ფეხების დაგვიანებული ალერსის ხურუში

დაემსგავსება იმ მოყირჭებულ სიბრძნეს,

როცა ამბობენ: მოიჭრება დედამიწაზე ბოლო ხეც,

იმედით – იქნებ მივხვდეთ,

რომ არ იჭმევა სიყვარული

და არიჭმევა ფული,

როგორც დამძაღებული კარაქი,

ან დაობებული არაქისი,

რომელშიც გამწარდა ყველა სასარგებლო ცხიმი, ნახევრად გაჯერებული.

რომ სხვა ორის სიყვარულს – ნესტიანი სიბინძურის უცხო სუნი სდის,

ნახმარი ჩვრის,

დიდხანს რომ ეგდო ფანჯრის რაფაზე.

ზიზღით რომ იღებ, ხარბად ისუნთქავ გაწებილი ნაჭრის სიმყრალეს,

უცნაურად მოტკბოსა და გულის ამრევს.

გრძნობ:

ეს სხვა, ორის სიყვარულის მძიმე სუნია,

ცხელ მუცელს რომ ამოგიმღვრევს

და დგახარ მიწისკენ თავწახრილი, რწყევისგან კვდები:

 

ამოდი,

ამოდი ჩემგან, ჩემო დანესტილო მევ,

გულის კუთხეში მიკუჭულო, შეშინებულო.

ჩემო დაბნელებულომ ზეო, რომ აღმოჩნდი ყველა ზემზეზე

შავი და ცივი,

აღარსად ვარ. ჩამოგეხსენი.

ცხელი სისხლით გაჟღენთილო და დამძიმებულო ჩემო სხეულო,

როცა უკანასკნელი სიყვარული მოიჭრება დედამიწაზე

და უკანასკნელი შიმშილი გაბოროტდება დედამიწაზე,

მიხვდები, რომ შენღა იჭმევი,

უკარება მხეცის ხორცი.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10