***

 

ზამთრის სუნი მოაქვს ქარს გაღმა მთებიდან.

მე რომ ბრმა ვიყო,

ამ სუნს გავყვებოდი და

შენთან მომიყვანდა.

 

მაგრამ მე ერთი მოკვდავი ვარ-

ჩემს წინ მხოლოდ თეთრი მთებია,

 

სადაც ლოდინი ისევეა,

როგორც სიკვდილი-

გრძნობ სიახლოვეს,

მაგრამ არ იცი, როგორ მოკვდები

 

და თითქოს მოყინულ მიწაზე იწვე,

სულ არ გცხელა ლამაზი ეპითეტებისთვის,

და საერთოდაც-

სულ არ გცხელა.

 

ხვდები:

ცხოვრებას სინამდვილეში ორი ფერი აქვს-

თოვლის სუნი და მიწის გემო.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10