***

 

აღმოსავლურია ჩემი სიყვარული-

ბათქაშზე მუქად გახაზული ტუჩები.

დუმს.

ყველა სიტყვას კედლის შიგნით იბრუნებს.

ახლა ყველაფერი სხვაგვარად არის,

ამ უსიტყვო მორჩილებას კი მაინც ვერაფრით გადავეჩვიე.

სულ მინდა დავამშვიდო,

რომ მეტი საშინელება,ვიდრე ეს კედელია, აღარ მოხდება,

სულ მინდა ვუთხრა,

რომ ამის იქით დაბრუნება აღარ არსებობს,

ის კი მაინც ზურგით დგება და მიშვებს.

ეს ისეა,როგორც,

კარი შეხსნა და -ტრიალ მინდორში აღმოჩნდე.

ეს ისეა, როგორც-გზები დაბრუნდნენ და შენ ვერსად გიპოვონ.

მე ვისწავლე ჩუმად ყოფნა.

მის მორჩილებას კი მაინც ვერაფრით გადავეჩვიე-

მივდივარ ხოლმე თეთრ კედელთან და

ტუჩის კუთხესთან ყვითელ ზაფრანებს ვახატავ.

 

 

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10