***

 

რა აუტანელია ამდენი სიყალბე.

პენოპლასტის ცარიელი ბოთლებივით იმდენი ყრია-

ფეხს ვერ აუქცევ.

ან პოლიეთილენის ჭუჭყიანი პაკეტებივით,

ქარი რომ დაუბერავს,

ხეებზე აკინძავს-

გინდა – არ გინდა- უნდა შეხედო.

დაინახო. დაგამახსოვრდეს.

რა აუტანელია ამდენი სიყალბე,

როგორი ჭრელია

ტოტებს მოდებული,

მოფრიალე სხეულები.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10