***

 

ნეტა რა იცი, როგორია, როცა კალენდარს ჩაჰყურებ და დღეებს ითვლი: 1..2…8..16…

ან ტელეფონზე შემოსული მესიჯებით პულსის აწევა:

“OKAIDI OBAIBIS”qselshi bednieri fasebia!

Geosell სილქნეტი 10 წლისაა!

4444 საქართველოს ბანკი: ანგარიშიდან გასავალი:60.00ლარი.

TE(GAS)Dzvirpaso momkmareblebo!”

GeoAkum…

BEKO…

PARFOIS…

BalneoSPA Gilocvt 8 marts!

რომ მორიგი დღით და მესიჯით-

თითქოს უტყვი, ჯოჯოხეთის კომბინაციით, როგორ ლპება მოლოდინი-

მარილმოყრილი, რკინის კაუჭზე ჩამოცმული ხორცის ნაჭერი.

ტილოს ტომრის ჩამოფარება ვეღარ დააფრთხობს ზურმუხტივით მოლაპლაპე ბუზების ბზუილს.

მორძისფერო. მსუყე მატლების ყვითელ კბილებს

ვერაფერი გადაურჩება.

თოვლი დამთავრდა – შეფუთული სხეულების თრთოლვის ეპოქა.

თხელი სურათი გადავიცვი, შილიფი და გამომწვევი, შიშველი ზურგით.

ვინ გითხრა, გაზაფხულს ვერ მოიყვანსო ამოჭმულ ხორცში მოფუტფუტე ჩუმი ცხელება?

ვინ გითხრა, მოლოდინს ვერ გააქრობსო?

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10