***

სამახსოვრო ფოტოსავით ჩამწკრივებული დღეები.

შთაგონებული თვალებით,

მთელი ძალით რომ ცდილობენ

მიმზიდველი სახე მიიღონ.

ყველა – ვითომ გამორჩეული,

ყველა – ვითომ საუკეთესო.

თითქოს ყველა სხვანაირია

და არცერთი არ ჰგავს მეორეს.

სამახსოვრო ფოტოსავით გასახუნებლად განწირულები.

უცხო შიშით სავსე თვალებით –

რომ ერთხელაც, დახედავენ საკუთარ თავს

და ამოცნობა გაუჭირდებათ.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12