მეტრ ჯუანშერ ხერხეულიძექოსმანის მძიმე კვირაძალი

 

 

დაბადების თარიღი: 23 აპრილი, 1950


დაბადების ადგილი: . თბილისი


1975-1980
წწ. – ში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1984 . – დაამთავრა ასპირანტურა;


1980-1986
წწ. – ში განაწილებით მუშაობდა საქართველოს სსრ ადვოკატთა კოლეგიის თბილისის მთაწმინდის რაიონის ადვოკატურაში;


1986-1990
წწ. – ში თბილისის ოქტომბრის რაიონის პროკურატურის გამომძიებელია;


1990-1991
წწ. – საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი;


1992-1995
წწ. – საქართველოს III მოწვევის პარლამენტის წევრი;


1995-1999
წწ. – საქართველოს IV მოწვევის პარლამენტი წევრი;


1999-2004
წწ. – საქართველოს V მოწვევის პარლამენტი წევრი;


2004-2008
წწ. – საქართველოს VI მოწვევის პარლამენტი წევრი;


2008-2012
წწ. – საქართველოს VII მოწვევის პარლამენტი წევრი;


2012-2016
წწ. – საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრი;

 

2016-20… წწ. – საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრი;


2009
.- დან საქართველოს თავადაზნაურთა საკრებულოს უცვლელი თავმჯდომარე;


2010
. – დან საქართველოს სამეფო სახლის კანცლერი;


2006
. – დანსრულიად საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოებისწევრი;


ღირსების ორდენის” (1993 . – ) დაწმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენის” (2005 . – ) კავალერი.

 

 

 

ბატონი ჯუნა რას არ გაიღებს, ოღონდ შეეძლოს,

ყოველდღე იჯდეს ვერანდაზე და ჩამავალი მზის

ყურებით დატკბეს. ისე ძალიან უყვარს, ხანდახან

თავსაც კი ტუქსავს, მაგრამ იქ, სადღაც, მთების გადაღმა

გათამაშებულ სანახაობას, დიდი მანძილით

რომ არის მისგან დაშორებული, ვერ შეელევა,

მიუწვდომლობის მიუხედავად. და აღარ იცის

შვილიშვილები უფრო უყვარს თუ… ამ დროს ხველება

 

 

ახრჩობს, ამჯერად ბრაზიც კი მოსდის თავის თავზე

ამ მკრეხელური ფიქრებისთვის, და სიგარილოს

მკვეთრი მოქნევით ისვრის ეზოში, ჩაის ჭიქას

ბოლომდე ჩაცლის, და ხელს აუქნევს მოჭიკჭიკე

ჩიტებს, რომლებმაც წეღან წამებში დაიტაცეს

პურის ნაფხვენი, მერე აფრინდნენ, და მაძღრები

ბლის ტოტზე დასხდნენ. ყვავილმა უნდა იყვავილოს,

ჩიტმა – იფრინოს! ბოლოს ყველანი დავმარცხდებით! –

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11