ბექა ახალაია
ბექა ახალაია

ბექა ახალაია დაიბადა 1986 წლის 9 იანვარს, ჩხოროწყუს რაიონში. დაამთავრა სოხუმის უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, პოლიტოლოგიის სპეციალობით.

2007 წლიდან აქვეყნებს ლექსებს, ლირიკულ პოემებსა და მოთხრობებს როგორც ლიტერატურულ საიტებზე, ისე ბეჭდურ პერიოდიკაში. არის რამდენიმე კონკურსის ფინალისტი და გამარჯვებული.

სადებიუტო პოეტური კრებულისათვის „ამ ვალმოხდილი ფოთლებისთვის”, რომელიც გამომცემლობა „ინტელექტმა“ 2016 წელს გამოსცა, ბექა ახალაიას 2017 წელს ლიტერატურული პრემია საბა გადაეცა (ნომინაცია „წლის საუკეთესო დებიუტი“).