“ცალტვინებში” კი ბატონი ჯუნა ხელისუფლების

წევრებს გულისხმობს, თუმცა, ამაღამ, ისე საოცრად

ჩადის მზე, რა დროს მაგ ნაბიჭვრების გახსენებაა,

სხვა ვნებანი და, განსაკუთრებით, პოლიტვნებანი

ამ გასაოცარ სილამაზესთან უფერულდება,

მეტიც – აზრს კარგავს! ბატონო ჯუნა, ტოსტი! ტოსტები!

ყანწი! ყანწები! შაქრო! შაქრები! კვერნა! – გამოძვრა

ბზის ბუჩქებიდან და ისევ შეძვრა. – ნუ გაბოზდები! –

 

 

ქუხან მუხები, ქუხან ჭადრები. ” – ამო, შაქრო!

ბიჭო! ” – ეძახის ბატონი ჯუნა, და ვერაფრით

აღვიძებს… გზაზე მაღალი კაცი მიიჩქარის,

სავარაუდოდ, ბეთანიისკენ, იქით არი

ბეთანია და მეფე ირაკლის სამოსახლო,

უფრო სწორედ კი – იყო სადღაცა… ჩვენი დიდი

წარსული… ცხრა ძმა ხერხეულიძე… და ვერაგი

ისა-ხან… ისააა… ხო, ყორჩი-ბაში… ამოგვწყვიტეს…

 

 

და ეს კი შაქროს, ნაბოზარ შაქროს, ყლეზე ჰკიდია,

და მდაბიური წარმომავლობის დემონსტრირებას

თვალნათლივ ახდენს. ბატონი ჯუნა სიამოვნებით

ჩავიდოდა და წამოარტყამდა, ჭარბი ქონები

(სახელდობრ – ღიპი) რომ არ უშლიდეს, ისე დიდია,

დაუხმარებლად კიბეზე ჩასვლა უჭირს, სხვებისთვის

ადგენს კანონებს, ხოლო თვითონ კი ემორჩილება

ძირითად კანონს – კუჭისტუციას (ეს არც – პლებისციტს,

 

 

არც რეფერენდუმს ითვალისწინებს), – ჭამე, როცა

(ჭამე – სადაც და ჭამე – რამდენიც) მოგინდება.

და კუჭისტუცი / ონალისტების ყოველთვიურ

კონფერენციებს, მუდამ რესტორან “თავადურში”

რომ იმართება, თამადობს. მთელი სამეფოდან

იწვევენ სტუმრებს (ოღონდ, მეორე ნახევრების

გარეშე). ყველას როდი უმართლებს, ზოგი დღემდე

ცდილობს მოხვედრას. ბატონი ჯუნას გაკვირვება

 

 

უსაზღვრო გახლდათ, როცა შაქრომაც, ერთხელ, შეპარვით,

სთხოვდა, როგორმე ისიც შეეშვათ, რაზეც ბატონმა

ჯუნამ უარი (მტკიცე უარი) სტკიცა, შაქრო კი

ნაწყენი დარჩა… ეგ უმადური… ყველამ სამყოფი

პატივისცემა მიიღო მისგან. “ბოლოს შეყარნენ

მიწამან…” თფუი, ეგ კი არადა: “რასა / ცა გასცემ

შენია…” მანაც გასცა, ბოლოს კი აწონ-დაწონა

წარსული, ხოდა, გადაწყვიტა, რომ (აგერ, ნაგაზი

 

 

ყეფს – ეთანხმება) აუცილებლად პანთეონში

უნდა დამარხონ. ოღონდ, ცხადია, ჯერ ადრეა,

მისი გამოთვლით (ეს გამოთვლები!), ალბათ, ასე

ოც წელიწადში (თხუთმეტშიც იყოს). მახათაზე

გრიჟიან ყვერში მახათის გაყრით ან თამაშით

ტრაკისათი არ აგასვენებენ. ბატონ ჯუნას

აასვენებენ, თან ისე, როგორც ეკადრება,

ოღონდ ჯერ არა, როცა თავის დროს ამოწურავს.

 

 

მანამ კი შაქრო, ადექი, შაქრო, მართლა ურჯულო!

შეხედე, როგორ ტყუილად ცდება ეს საოცარი

დაისი, ადე, თორემ ამ სახლში ვეღარ მოსუნავ!

ეხ, როგორ გმინავთ, ბატონო ჯუნა, ბატო / ნო ჯუნა.

სხვა გზა არ არი, გადაწყვეტთ, შაქროს რომ შეუსრულოთ,

გამოგაქვთ თოფი, რაღაცა ცუდი იგრძნეს კატებმა –

ჩხავიან. არა! არ მოკლავთ! დაჭრით! დარჩეს ცოცხალი!

უმიზნებთ… წკაპ… წკაპ… მაგრამ არცერთი არ გავარდება.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11