სოფელ ჩქუმში ლომისის წმინდა გიორგის სახელობის სამონასტრო კომპლექსი ეკურთხა

ცაგერის რაიონის სოფელ ჩქუმში, ლომისის წმინდა გიორგის სახელობის სამონასტრო კომპლექსი ეკურთხა. სულ მალე კი კომპლექსში საგანმანათლებლო ცენტრებიც გაიხსნება.

მონასტერი თუთისანების ოჯახმა ააშენა და კათოლიკოს-პატრიარქს, აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საჩუქრად გადასცა.

მონასტრის მშენებლობა ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტაძრის გახსნის ცერემონიაზე პირველი ნათლობაც შედგა.

მონასტრის გახსნას სხვადასხვა ეპარქიების მღვდელმთავრები და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.