აქცია სოფელ ტვიშში

აქცია ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშში.

ადგილობრივები ყურძნის ჩაბარების პრობლემაზე საუბრობენ. მათი თქმით, კომპანია „როიალ ხვანჭკარამ“ მევენახეები მოატყუა, რადგან 11 ტონა ყურძნის ჩაბარებას დაჰპირდა, საბოლოოდ კი მხოლოდ ხუთი ტონა შეისყიდა. მოსახლეობა ამბობს, რომ კომპანიის მფლობელები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არიან და პასუხისმგებლობას სწორედ მათ აკისრებენ.

ტვიშში დამატებით რამდენიმე კომპანია უკვე შევიდა, რომლებიც ყურძენს ჩაიბარებენ.

მოსახლეობის აქციას კომპანია „როიალ ხვანჭკარამ“ უპასუხა. კომპანიის დირექტორის, ნიკოლოზ ჯმუხაძის თქმით, კომპანიამ ვერ შეძლო იმ რაოდენობის ყურძნის ყიდვა, რასაც მოსახლეობას დაპირდა. მიზეზად კი დიდი რაოდენობის მოსავალი დაასახელა, რომლიც გადამუშავების რესურსიც არ გააჩნიათ.