ცაგერში მაშველებმა მესამე მოქალაქის ცხედარიც იპოვეს

ცაგერში, სოფელ ჩხუტელასთან, საძიებო-სამაშველო სამუშაოები დასრულებულია. მაშველებმა, წყალსაცავის მიმდებარედ გადავარდნილ ავტომობილში მყოფი მესამე მოქალაქის ცხედარიც იპოვეს. შეტყობინება 112-ში 23 იანვარს შემოვიდა. ინფორმაციის თანახმად, ავტომობილი, რომელშიც სამი მოქალაქე იმყოფებოდა, არხში ჩავარდა და დინებამ წყალგამტარ გვირაბში შეიტანა. სამაშველო ღონისძიებები სამი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.