სტიქია ლეჩხუმში

მეხუთე დღეა, სტიქიას ებრძვიან ლეჩხუმში. სოფელ ღუს მკვიდრი ათი ოჯახი ნაწილობრივ გარესამყაროს არის მოწყვეტილი. მოსახლეობასთან კონტაქტი საურმო გზით არის შესაძლებელი. გამოდარებამდე შემოვლითი გზის მოწყობის სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება.

რაც შეეხება ცაგერი-ამბროლაურის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზას, სადაც ორი დღის წინ მეწყერი ჩამოწვა, გადაადგილება აღდგენილია. მეწყრული პროცესები ცაგერის მუნიციპალიტეტში ხუთი დღის წინ უხვი ნალექის შედეგად განვითარდა.