ახალი წელი ცაგერში

ლეჩხუმში ძველი სტილით ახალ წელთან შესახვედრად ემზადებიან.

ამ მხარეს თავისი სადღესასწაულო ტრადიციები და ადათ-წესები აქვს, რომლებსაც ადგილობრივები ყოველი 13 იანვრის ღამეს მკაცრად იცავენ. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მეკვლესთან დაკავშირებულ რიტუალს და სუფრის გაწყობას, სადაც აუცილებლად უნდა იყოს ნიგვზიანი პური.

საახალწლო განწყობის შექმნაში ადგილობრივებს წელს ამინდიც დაეხმარა. ლეჩხუმში თოვს.