საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა სპეციალური განცხადებით გაიხსნა
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დღევანდელი სხდომა სპეციალური განცხადებით გაიხსნა.
ბორდის ხელმძღვანელმა, არხის მენეჯმენტს, მაუწყებლის ეთერში პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე გასულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, საბჭოს უარყოფითი პოზიცია გააცნო.
მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა კი განაცხადა, რომ სრულად იღებს პასუხისმგებლობას პირველი არხის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, თუმცა ამასთან აღნიშნა, რომ შსს-ს მიერ მიწოდებული ვიდეოს გავრცელება სხვა მედიასაშუალებებმაც ჩათვალეს საჭიროდ, რადგან საზოგადოების დიდი ინტერესი იყო.