პირველი არხის ბიუჯეტი 2018

რამდენიმესაათიანი განხილვის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი მიღებულია. პირველი არხის მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის საერთო მოცულობა 50 მილიონ 255 ათას 577 ლარს შეადგენს, საიდანაც ყველაზე მეტ დაფინანსებას – დაახლოებით 15 მილიონ ლარს ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკი მიიღებს. სხდომაზე სამეურვეო საბჭოს წევრების მხრიდან ყველაზე მეტი კითხვა ბიუჯეტის იმ ნაწილს მოჰყვა, რომელიც ევროპის ბიუროსთან დაკავშირებით დაგეგმილ ცვლილებას ეხება. ცვლილების მიხედვით, ევროპის ქვეყნებში “მოამბის” ჟურნალისტები როტაციის პრინციპით იმუშავებენ. კითხვები დაისვა ბათუმში პირველი არხის მიერ შეძენილ ახალ ოფისზეც.

ანა ბროლაძე მთელი დღის განმავლობაში ადევნებდა თვალს სხდომას.