ბორდის წევრობის კანდიდატები

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ოთხ ვაკანტურ ადგილზე კანდიდატურები უკვე დასახელებულია.

ზაზა შათირიშვილი, ია მამალაძე, მალხაზ ასლამაზიშვილი: მმართველ გუნდს სამი კანდიდატი ჰყავს შერჩეული, ოპოზიცია კი ნინია კაკაბაძეს უჭერს მხარს. საკონკურსო კომისიის მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილი 12-კაციანი სიიდან საკუთარი კანდიდატურები წარადგინეს სახალხო დამცველმა და აჭარის უმაღლესმა საბჭომაც.

სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებს პარლამენტი სავარაუდოდ მომავალ კვირას უყრის კენჭს.

 

დატოვე კომენტარი