სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატები

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში არსებულ 4 ვაკანტურ ადგილზე სამი კანდიდატის ვინაობა უკვე ცნობილია.

საკუთარი არჩევანი აჭარის უმაღლესმა საბჭომ, უმრავლესობის გარეთ არსებულმა საპარლამენტო პარტიებმა და სახალხო დამცველმა გააკეთეს. კანდიდატურა ჯერ არ დაუსახელებია უმრავლესობას. 60-ზე მეტი ორგანიზაციის თხოვნის მიუხედავად საბჭოს წევრობაზე იზაბელა ოსიპოვა წარედგინა, ნინო ლომჯარიამ კანდიდატად ზვიად დევდარიანი დაასახელა. ბესიკ ლილუაშვილი წარადგინა აჭარის უმაღლესმა საბჭომ, ხოლო ნინია კაკაბაძე ოპოზიციურმა საპარლამენტო პარტიებმა.

რა კრიტერიუმებით გააკეთეს საკუთარი არჩევანი წარმდგენმა სუბიექტებმა და როდის დაასახელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატს მმართველი გუნდი – ნათია ქენქაძე მუშაობს თემაზე.