პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობაზე ან ახალი კონკურსი უნდა გამოცხადდეს, ან სახალხო დამცველს ექნება საშუალება, რომ ამ თანამდებობაზე ახალი კანდიდატურა წარადგინოს,  – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობაში მსჯელობა გაიმართა.

შეგახსენებთ, სექსუალური შევიწროვების ბრალდებების გამო, სახალხო დამცველის მიერ სამურვეო საბჭოს წევრობაზე დასახელებულმა ზვიად დევდარიანმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.