საია-ს სარჩელი

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ,  საზოგადოებრივი მაუწყებლის  სამეურვეო საბჭოს წევრის,  გია იაკობაშვილის დანაშაულის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით, პროკურატურას მიმართა.

საია-ს  განცხადებით,  მან საბჭოს წევრებისა და პროფკავშირების  შეხვედრის ჩანაწერი თვითნებურად წაშალა, მათი თქმით, შეხვედრა 12 სექტემბერს, საზოგადოებრივ მაუწყებელში გაიმართა და საუბარი მაუწყებლიდან განთავისუფლებულ თანამშრომლებს ეხებოდა.