ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, გია იაკობაშვილის დანაშაულის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით, პროკურატურას მიმართა.
საია-ს განცხადებით, მან საბჭოს წევრებისა და პროფკავშირების შეხვედრის ჩანაწერი თვითნებურად წაშალა, მათი თქმით, შეხვედრა 12 სექტემბერს, საზოგადოებრივ მაუწყებელში გაიმართა და საუბარი მაუწყებლიდან განთავისუფლებულ თანამშრომლებს ეხებოდა.