ზვიად კორძაძე „თიბისი ბანკის“ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს გაასაჩივრებს

მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს გაასაჩივრებს. ზვიად კორძაძეს დღეს 11 საათზე გადაეცა დასაბუთებული განჩინება, რის შემდეგაც ის უკვე სამართლებრივი მოქმედებების დაწყებას შეძლებს. გასაჩივრების ვადა 18 საათზე იწურება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, 700 000 ლარის გირაო შეუფარდა, ამასთან, სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მოთხოვნა და მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ქვეყნის დატოვებისთვის პროკურატურის ნებართვა სჭირდებათ.