მამუკა ხაზარაძის გამოკითხვა

ე.წ. ფარული მიყურადების ფაილების საქმეზე თბილისის პროკურატურაში პარტია „ლელოს“ თავმჯდომარე იკითხება. როგორც უწყებაში შესვლამდე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, დაკითხვა მან თავად მოითხოვა, ვინაიდან გავრცელებულ ჩანაწერებში ფიგურირებს გარკვეულ პირებთან მისი კომუნიკაციის მასალაც.

ხაზარაძე უწყებაში საკუთარ უფლებადამცველთან ერთად მივიდა. როგორც მისი ადვოკატი, ზვიად კორძაძე აცხადებს, მამუკა ხაზარაძეს და პირებს, ვისაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკანონოდ უსმენდა, დაზარალებულის სტატუსი უნდა მიენიჭოთ.