ბრალის წარდგენა თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე

პროკურატურამ ყატარის კომპანიისა და ნიდერლანდების მოქალაქის თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ორი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიების შედეგად, დადგინდა, რომ არარეზიდენტი იურიდიული პირის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ნიგერიის მოქალაქემ და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებმა, ჰაკერულად შეაღწიეს ყატარის კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე და კონტრაქტორი საწარმოს სახელით გაგზავნილი ცრუ შეტყობინებისა და თანდართული ყალბი ინვოისების საფუძველზე, 2015-2016 წლების პერიოდში, კომპანიას 189 465.50 აშშ დოლარი მოტყუებით საქართველოში გახსნილ ერთ-ერთ საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხინეს.

მოპოვებული თანხის ნაწილი, ლეგალიზაციის მიზნით, „თიბისი ბანკის“ სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალების გამოყენებით გამოიტანეს, საბანკო ანგარიშზე განათავსეს, რათა მისი პირადი საჭიროებისამებრ განკარგვა მომხდარიყო, რითაც მოახდინეს 8 100 ევროს უკანონო მიღება.

ბრალდებულებს დაუსწრებლად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.