ყვავილებით შეამკეს ზვიად გამსახურდიას საფლავი დღეს დილით პრემიერმა, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა და პარლამენტის თავმჯდომარემ.
მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მთავრობის წევრებთან ერთად უმრავლესობის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
ზვიად გამსახურდია 1939 წლის 31 მარტს დაიბადა. ის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა სწორედ მის სახელს უკავშირდება.