მერაბ კოსტავას დაბადების დღე

26 მაისს საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. დღეს ის 82 წლის გახდებოდა. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერმა, ზვიად გამსახურდიასთან ერთად, სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლას მიუძღვნა მთელი ცხოვრება. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მერაბ კოსტავა ხშირად იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული, გადასახლებული.

1987 წელს დაბრუნდა გადასახლებიდან და ზვიად გამსახურდიასთან ერთად  განაგრძო ბრძოლა სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის. 1989 წლის 13 ოქტომბერს მერაბ კოსტავა ავტოკატასტროფაში დაიღუპა. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. 2013 წლის 26 სექტემბერს მერაბ კოსტავას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

დატოვე კომენტარი