9 აპრილი - ტრაგედიის და დამოუკიდებლობის აღდგენის დღე

ერთიანობა, რომელიც 33 წლის შემდეგაც სანიმუშოა და რომლის დამსახურებითაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა – ყველაზე ხშირად სწორედ ასე იხსენებენ 1989 წლის 9 აპრილს. თავისუფლების მოპოვებას 21 ადამიანი შეეწირა, ასობით მოქალაქე კი დაუდგენელი ნივთიერებით მოიწამლა.

ტრაგიკული მოვლენები საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გზაზე გარდამტეხი აღმოჩნდა და ორი წლის თავზე, საქართველოს პარლამენტის შენობაში საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ისტორიული სიტყვა წარმოთქვა.ზვიად გამსახურდიამ 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე, დამოუკიდებლობა სწორედ ამ დღეს – 9 აპრილს გამოაცხადა.

ორი ისტორიული მოვლენა გენო ოსიყმაშვილის რეპორტაჟში.