ზურაბ ალავიძე ევროკავშირ–საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრ კომპანიებს შეხვდა
ქვეყნის ინფრასტრუქტურისა და რეგიონების განვითარების მიმართულებით არსებული ვითარება გააცნო ინფრასტრუქტურის მინისტრმა ევროკავშირ–საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრი კომპანიების წარმომადგენლებს.
შეხვედრაზე ზურაბ ალავიძემ სამინიტროს 2018–20 წლებისთვის დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზეც ისაუბრა. მისი თქმით, სწორედ წელს იგეგმება ქვეყნის ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა.